თეგებით ძიება
20. 06. 2021 სპორტი

აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლის მედალი მოიპოვა, კონტინენტის ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა (80 კგ). მან ფინალში აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო მოლდაველ გუტუს.

ქართველმა ათლეტმა, ანრი ფუტკარაძემ (65 კგ) კი მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღეს, შეჯიბრების ბოლოს დღეს საქართველოს ნაკრებიდან ჩემპონობისათვის თამაზ ღლონტი (51 კგ) იბრძოლებს, ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ანრი ხოზრევანიძე (46 კგ) და გორ აივაზიანი (92 კგ) იჭიდავებენ, მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს რატი ხოზრევანიძე (60 კგ).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა