მოსახლეობის რიცხოვნობა
საქართველოს მოსახლეობა, 2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 3.728.600 ადამიანს შეადგენს, რაც 0,3%-ით ნაკლებია 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებთან შედარებით.
მოსახლეობის რიცხოვნობა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგიონების და დასახლების ტიპის მიხედვით:
საქსტატის“ ცნობით, მოსახლეობის შემცირების მიზეზია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატება (–4.017) და დადებითი მიგრაციული სალდო (15.732).
ამავე დროს, 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 29,3%-ით შემცირდა და 74.264 შეადგინა, იმიგრანტების რაოდენობა კი 7,1%-ით შემცირდა და 89.996 ადამიანი შეადგინა.
მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების კომპონენტები:
იმიგრანტების და ემიგრანტების რიცხოვნობა მოქალაქეების მიხედვით:
საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 1.796.200 მამაკაცი, ხოლო 1.932.400 ქალია. ამასთან, მამაკაცების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 0,3%-ით გაიზარდა.
არსებული მონაცემებით, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-დან 64 წლამდე) ქვეყნის მოსახლეობის 64,2%-ს შეადგენს. 14 წლამდე მოსახლეობა 20,5%-ია, 65 წელს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა კი მთლიანი მოსახლეობის 15,2%-ს შეადგენს.
მოსახლეობის 59,4% ქალაქებში ცხოვრობს, დანარჩენი – სოფლებში, თბილისში კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.
მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდა 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით: