რა ავტომობილებს ყიდულობენ ქართველები? - მოთხოვნადი მანქანების Top 10
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული მანქანების სტატისტიკაში #1 ადილი კვლავ Toyota Prius-ს უკავია, რომელსაც მთლიან იმპორტში 9.7%-იანი წილი უჭირავს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 2020 წელს ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების რეიტინგს:
1. TOYOTA PRIUS - 7073 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -11%
2. TOYOTA CAMRY - 5104 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 43%
3. FORD TRANSIT - 3646 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 62%
4. HYUNDAI ELANTRA - 3135 ავტომობილი, იმპორტის კლება წინა წელთან -2%
5. HONDA FIT - 2479 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 33%
6. FORD FUSION - 1969 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 87%
7. TOYOTA PRIUS C - 1896 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 224%
8. CHEVROLET CRUZE - 1750 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 29%
9. TOYOTA RAV4 - 1604 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 52%
10. VOLKSWAGEN JETTA - 1385 ავტომობილი, იმპორტის ზრდა წინა წელთან 85%
ტოპ ათეულზე მთლიანი ავტოიმპორტის 30% მოდის, დანარჩენი 70% კი სხვა მოდელების ავტომობილებზე ნაწილდება.
სტატისტიკის მიხედვით საქართვლოსთვის ავტომობილების იმპორტის მთავარი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც 2020 წელს 48,000 ავტომობილი შემოვიდა.
სტატისტიკის მიხედვით, 1 წლამდე ავტომობილებზე იმპორტის 21% მოდის, შესაბამისად ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების 79% მეორადია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 72,900-ით გაიზარდა და მან 1.4 მილიონს მიაღწია.
წყარო: bm.ge