ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
21 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1653 ლარი შეადგინა.
კურსი,რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1681 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7658 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7754 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.96 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3612 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3947 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ივნისიდან შევა ძალაში.