თეგებით ძიება
22. 06. 2021 COVID - 19

"ახალი "დელტა" (ინდური) შტამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ..." - რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში "ფაიზერის" ვაქცინასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:


"დღეს ევროპის წამლის სააგენტონ უფლება გასცა კიდევ ორ დამატებით ქარხანაზე ევროპაში - ერთი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში, რომ აწარმოონ "ფაიზერის" ვაქცინა.
წლის ბოლომდე ევროპაში "ფაიზერის" დეფიციტი საერთოდ მოიხსნება. საქართველო არის ევროპა! გავიხსენოთ ბატონ ზურაბ ჟვანიას სიტყვები!
მოვითხოვოთ ყველგან და ყოველთვის "ფაიზერის" ვაქცინა!!!
ახალი "დელტა" (ინდური) შტამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით ("ფაიზერის" ან "მოდერნას" ვაქცინებით. სხვებზე ჯერ არ ვიცით) !!!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა