ვაქცინები იპოვეს - როგორ დაკარგა NCDC-მა "ასტრაზენეკას 2 500 დოზა? - ცენტრს აუდიტის სამსახური ამოწმებს
"ასტრაზენეკას" დაკარგული ვაქცინები აღმოჩენილია. პრეპარატი, რომლის გაუჩინარებასაც ხმაური მოჰყვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაკარგა. ინფორმაციას "მთავარი არხის" ავრცელებს.
ვაქცინის განაწილება და მიწოდება სწორედ გამყრელიძის უწყების კომპეტენციაა, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება.
მინისტრ ტიკარაძის განკარგულებით, სკანდალის შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება დაიწყო.
ასტრაზენეკას 2 500 დოზა მაკონტროლებელმა ორგანომ მუშაობის პირველივე დღეს აღმოჩინა.
ტელეკომპანიის ცნობითვე, დაკარგულ და შემდეგ ნაპოვნ ვაქცინებზე სპეციალურ განცხადებას ხვალ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთებენ.