ქვეყნების სია, სადაც ყველაზე მეტი ღარიბი პენსიონერი ცხოვრობს
OECD-ის ქვეყნებში მოსახლეობის ერთი მესამედი, რომელთა ასაკიც 66 წელს აჭარბებს, სიღარიბის ზღვარზეა. ამის შესახებ ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს. ანალიტიკური პლატფორმის ცნობით, ეს ინფორმაცია OECD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
OECD-ის ანგარიშის მიხედვით, სიღარიბის ზღვარზე მყოფი პენსიონერების შემოსავალი ჩვეულებრივი ოჯახის საშუალო შემოსავლის ნახევარს უტოლდება.
Statista-ს მიხედვით, პენსიონერების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეაში, სადაც პენსიონერების 43.4% სიღარიბის ზღვარზეა, მას მოჰყვება ჩინეთი - 39%-ით და აშშ - 23.2%-ით.
ანგარიშის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე ნაკლები ღარიბი პენსიონერი ნიდერლანდებს ჰყავთ, სადაც აღნიშული მაჩვენებელი 3.1%-ს შეადგენს, მას 4.1%-იანი მაჩვენებლით საფრანგეთი მოჰყვება.
ქვეყნები, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ღარიბი პენსიონერი ცხოვრობს:
• სამხრეთი კორეა - 43.4%
• ჩინეთი - 39%
• აშშ - 23.1%
• იაპონია - 19.6%
• დიდი ბრიტანეთი - 14.9%
• გერმანია - 10.2%
• საფრანგეთი - 4.1%
• ნიდერლანდები - 3.1%.
bm.ge