დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში
კორონავირუსმა მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გამძაფრდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა და პანდემიამ მთელ მსოფლიოში, რამდენიმე თვით გააჩერა ეკონომიკა, რასაც მოყვა ადამიანების ცხოვრების სტილის შეცვლა.
პანდემიამ ხელი შეუწყო უმუშევრობას და საქართველოში დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
პირველი ტალღის გავლის შემდეგ, მიღებული იქნა რეაბილიტაციის პროცესები, რაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ის ფაქტიც აღსანიშნია, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა პანდემიამდეც იყო, თუმცა მცირე პროგრესი მაინც შეიმჩნეოდა ყოველწლიურად. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური დასაქმების პოლიტიკა, რადგან ეს დაეხმარება, როგორც ადამიანების ცხოვრებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას.
ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის მიზეზად სახელდება, ინვესტიციების სიმცირე, არაკვალიფიკაციური მუშა-ხელი და რაც მთავარია არასტაბილურობა.
2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე
2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის მიხედვით