ამირან გამყრელიძე: შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს
შესაძლოა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი 1 თვეში დომინანტი გახდეს, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ვებინარის მიმდინარეობისას განაცხადა.
„ე.წ. „ინდური შტამი“ დომინანტი რომ გახდეს, ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, თუ ავიცრებით „მაშინ ვერც „ინდური შტამი“ მოგვერევა და ვერც სხვა ახალი შტამი“.
27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.