ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1489 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7601 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3626 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3789 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 26 ივნისიდან შევა ძალაში.