თეგებით ძიება
26. 06. 2021 მსოფლიო

სიძე-პატარძალმა ქორწილის ღამეს ერთმანეთი სცემა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახალდაქორწინებულ წყვილს შორის, ქორწილის ღამეს შეკამათება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანიაში, 24 ივნისს, საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სიძე- პატარძალს შორის კონფლიქტი დაიწყო, რაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით ხანიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყაროს ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთის წინააღმდეგ სამზარეულოს ნივთებს იყენებდა. როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს ქვაბებს და კოვზებს ურტყამდნენ.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა