"სტაბილიზაცია მყიფე აღმოჩნდა... თავი უნდა შევიკაოთ რეგულაციების მოხსნისგან, რომლებიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს" - ცერცვაძე მთავრობას
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, სტაბილიზაცია მყიფე აღმოჩნდა და მთავრობას მოუწოდებს, თავის შეკავება მოხდეს ისეთი რეგულაციების მოხსნისგან, რომელიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს.
"ჩვენ მივაღწიეთ სტაბილიზაციას, მაგრამ ეს სტაბილიზაცია აღმოჩნდა მყიფე. თავი უნდა შევიკაოთ ისეთი რეგულაციების მოხსნისგან, რომელიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 754 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 438 პაციენტი, ხოლო 18 ადამიანი გარდაიცვალა.
rustavi2.ge