საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხლო11 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 073 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 972, „პისიარ“ ტესტით – 12 101.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,33%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 349 658 გამოჯანმრთელდა, 5 266 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 253 988 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 267.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 576 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.