საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,65%-ია
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,33%.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 585 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხლო11 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 22 073 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 972, „პისიარ“ ტესტით – 12 101.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 349 658 გამოჯანმრთელდა, 5 266 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 253 988 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 267.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 576 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.