უფასო ინტერნეტი და 150 ევრო საჩუქრად - კოვიდვაქცინაციის დასაჩქარებლად საბერძნეთში ახალგაზრდებს ახალისებენ
კოვიდვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად საბერძნეთში ახალგაზრდებს ახალისებენ. როგორც, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, ახალგაზრდები, რომლებიც ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, 150 ევროთი დასაჩუქრდებიან. ამასთან, ისინი მობილურ ტელეფონებზე აგვისტოში ერთთვიან უფასო ინტერნეტ პაკეტს მიიღებენ.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით საბერძნეთში, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 33%-ია, თუმცა, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გამო, ქვეყნის მთავრობა ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებას ცდილობს.
exclusivetv.ge