თეგებით ძიება
29. 06. 2021 COVID - 19

1194 ინფიცირება, 678 გამოჯანმრთელება, 22 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო 678 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 365068-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5297 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 351144 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,02%, ბოლო 14 დღის - 2,5%, ბოლო 7 დღის - 2,45%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა