საქართველო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველა ფორმატს იყენებს - ზურაბ აბაშიძე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველა არსებულ შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს. ამ თემაზე მან გრიგორი კარასინთან რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროსაც, რომელიც გუშინ დასრულდა.