თეგებით ძიება

"საქართველოსთვის ეს შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგების მომტანი..." - არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოსა და ისრაელის შემთხვევებს ერთმანეთს ადარებს:

"ისრაელში ინფცირებულების 50% არის სრულად ვაქცინირებული!!!
პირველი რაც თავში გაგიელვებს ამ \'\'ჰედლაინის\'\' წაკითხვისას, არის ის, რომ \'\'ვაიმე ანუ ვაქცინა არ მუშაობს?\'\' და ცხადია პირდაპირი თუ ირიბი ანტივაქსერული მოძრაობებიც მშვენივრად იყენებენ ამას და ავრცელებენ ისე, თითქოს ვაქცინა არ მუშაობს.

სინამდვილეში კი არც ისე ცუდადაა საქმე:

პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული იქნება მოსახლეობაში, მით უფრო მეტს გავიგებთ ვაქცინირებულების ინფიციების შემთხვევებზე, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ 100% ვაქცინა არ არსებობს.
ანუ მთელი ქვეყანა რომ ავცრათ და დაფიქსირდეს 2 შემთხვევა, ჰედლაინი იქნება შემდეგი: \'\'ინფიცირებული ადამიანებიდან ყველა სრულად ვაქცინირებულია!!!\'\'

ცუდად კი ჟღერს მარა 3 მილიონ მოსახლეზე 2 შემთხვევა რო გაქვს, რა მერე, ვაცინაზე კარგად მეტყველებს ეს თუ ცუდად?;

საუბარია სიმპტომურ კოვიდზე და არა მძიმე გართულებებზე, ანუ იმის მიუხედავად რომ დელტა შტამის საწინააღმდეგოდ სიმპტომური კოვიდის პრევენცია შედარებით მცირეა, გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში გვიცავს;

ისრაელი ლიდერია ვაქცინაციაში და მთელი მოსახლეობის 85% აცრეს.
ახლა მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც:
მოსახლეობა არის = 100 ადამიანი;
ვაქცინაცია 85%;

და დაფიქსირდა კოვიდ19-ს 4 ახალი შემთხვევა და 50% ინფცირებულებისა არის სრულად ვაქცინირებული (ანუ 2 დაფიქსირდა ვაქცინირებულებში, 2 კი არავაქცინირებულში)
გრაფიკულად ეს ასე გამოისახება (რაც ამ სტატუსზე თანდართულ სურათზეა).
ანუ ვაქცინირებულების 2%შია ინფიცირება, ხოლო არავაქცინირებულებში კი 13%-ში.
ეფექტურობა 85%-ა.

ანუ სტატისტიკურად, არავაქცინირებულთან შედარებით 85% ნაკლები შანსი აქვს ვაქცინირებულს დასნებოვნებისა.
ხოდა მოდი ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ:

\'\'ისრაელში ინფცირებულების 50% არის სრულად ვაქცინირებული!!!\'\'
იმედია ეს ჰედლაინი უკვე ისე ცუდად აღარ ჟღერს როგოც სტატუსის დასაწყისში.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან:
????
ისრაელში 1/3 ინფიცირებისა მოდიოდა ბავშვებზე;

ზოგადად ბავშვების ინფიცირებაზე მსოფლიოდან არც ისე კარგი ამბები ისმის, სხვადასხვა მიზეზებით ცხადია თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ინფიცირება და სიკვდილიანობა სხვადასხვაა, მაგალითად ბრაზილიაში ამ კუთხით ძლაიან ცუდი სიტუაციაა;

დელტა ვარიანტი გამოირჩევა გაცილებით მეტი გადამდებლობით და მომატებული ჰოსპიტალიზაციითაც;

ვაქცინების ეფექტურობა დელტა ვარიანტის მიმართ მცირედ შემცირებულია.
ასე რომ, მოკლედ რომ ვთქვათ: არც ისე ცუდადაა საქმე როგოც გვგონია, მაგრამ არც ისე კარგად - როგორც გვსურს.
თუმცა(!) ეს ყველაფერი ისეთი ქვეყნისთვის როგორც ისრაელია.

ხოლო ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, სადაც ვაქცინაციის პროცესი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ნელა მიმდინარეობს, ვაქცინების დეფიციტია და ამას დამატებული ახალი თაობის ვაქცინები ვერ შემოდის და პარალელურად რეგულაციები უქმდება, ეს შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგების მომტანი და ასე თუ გაგრძელდა აუცილებლად იქნება კიდეც.

სინოფარმს და სინოვაკს რაც შეეხება, ზუსტი მონაცემები დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არ არის ამ ეტაპზე, მარტივად რომ ვთქვათ რაც ვიცით არის ის, რომ \'\'ეფექტურია თუმცა ნაკლებად\'\'.
ამის გამო ვაქცინაზე უარის თქმა არასერიოზული და დამაზიანებელია, არაეფექტურობას არავინ განიხილავს და არც იმას რომ "არაფერს აკეთებს", თან გართულებებისგან დაცვა მოსალოდნელია რომ მეტი ექნება ვიდრე სიმპტომების დაცვა და ამის გარდა მარტო დელტა ვარიანტი არ ცირკულირებს, სხვებიც არიან.

პირველივე შესაძლებლობისთანავე აიცერით ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით და არ არის აუცილებელი სახლში გამოკეტვა, უბრალოდ დაიცავით ყველა წესი შეძლებისდაგვარად/მაქსიმალურად:
ნიღაბი;
დისტანცია;
ოთახების განიავება;
ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება;
პირადი ჰიგიენა.
ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს მარშანია ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა