თეგებით ძიება

გახარიას და მის თანაგუნდელებს შუქი გორის თეატრშიც ჩაუქრეს

"საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შუქი გორის თეატრში კონცერტის მიმდინარეობის დროსაც ჩაქრა.

"ხელისუფლების მხრიდან შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ტრადიცია გრძელდება. ამჯერად უკვე გორის თეატრში კონცერტის მიმდინარეობის დროს. ხელისუფლების ნაცვლად, რომელმაც შუქი საკუთარ მოქალაქეებს ჩაუქრო, მაყურებელს ჩვენ ვუხდით ბოდიშს. ავდექით, გამოვედით და შუქი მოვიდა", - წერს მეზვრიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გორში, გახარიას ოფისის გახსნის დროს ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს ორგანიზაციის გახსნა ნახევრად ჩაბნელებულ შენობაში მოუწიათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა