თეგებით ძიება
01. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი - რეანიმატოლოგი, სოფიო შინჯიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა ავრცელებს.

"დიდი ტკივილი მოგვაყენა ჩვენი კლინიკის ექიმი - რეანიმატოლოგის, სოფიო შინჯიაშვილის გარდაცვალებამ.
მიხაილოვის საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახს და გამოთქვამს გულწრფელ მწუხარებას.
დიდი დანაკლისია ასეთი მეგობრის, კოლეგის და პროფესიონალის დაკარგვა ჩვენთვის.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა