თეგებით ძიება

"არავის გაუფრთხილებია, რომ სესხი ეზრდებოდა, არ აქვს ხელი მოწერილი არანაირ დოკუმენტზე" - მოქალაქე "ლიბერთის" უჩივის

მოქალაქე "ლიბერთი ბანკს" უჩივის. სალომე აბრამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზაფხულის ერთ ნათელ და მშვენიერ დღეს, მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და ბებიაჩემი "ლიბერთი ბანკს" ეწვია, იმის გასაგებად, თუ რამდენი თვე (!!!) ჰქონდა დარჩენილი 2018 წელს აღებული საპენსიო სესხის დაფარვამდე. და ჰოი საოცრებავ! აღმოჩნდა, რომ ამ ბოსელმა 2021 წელს დასასრულებელი სესხი, პანდემიის გამო 4 თვით გადავადებული გადახდებისთვის, 2026 წლის დეკემბრამდე გაუზარდა! არ მოგეჩვენათ, არა.

სესხად აღებულ 1620 ლარზე, 2026 წლის დეკებრისთვის, ბებიაჩემმა უნდა გადაიხადოს 5,019 ლარი და 54 თეთრი. გარდა ამისა, არის თვეები, როცა ძირი საერთოდ არ იფარება და მთელი თანხა პროცენტის გადახდაში მიდის.

არავის გაუფრთხილებია, რომ სესხი ეზრდებოდა, არ აქვს ხელი მოწერილი არანაირ დოკუმენტზე და თქვენ ჯვარი გეწეროთ, ლიბერთის რომ დაემართება.

უკვე მივმართე საქართველოს ეროვნულ ბანკს, პარლამენტს, ოფიციალური წერილით და საიას. ვაპირებ ვიდავო და შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ნაწილის, ასე უღმერთოდ ძარცვა აღარავის შერჩეს!

აქვე, მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებს, გთხოვთ გამომეხმუროთ.

მე და ლიბერთი კი სასამართლოში შევხვდებით და სახალხოდ ვდებ პირობას, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, ვისაც თქვენი სოციალური კონტრაქტი გადაჰყვება!", - წერს სალომე აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა