სურსათზე ფასები გაიზარდა
საქსტატის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.78 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი (47.1 პროცენტი),
ბოსტნეული და ბაღჩეული (16.6 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი),
თევზეული (11.1 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (10.6 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.3 პროცენტი),
ყავა, ჩაი და კაკაო (7.2 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).
ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-19.5 პროცენტი);
შეგახსენებთ, აპრილში წლიური ინფლაცია 7.2 პროცენტი იყო, მაისში კი 7.7 პროცენტამდე გაიზარდა. ივნისში წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში 9.9 პროცენტი შეადგინა.