თეგებით ძიება

"დიდი ამბავია სოციალურ ქსელებში ვაქცინების დოზების შერევასთან დაკავშირებით" - ირმა კვიცარიძე

ექიმი ირმა კვიცარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დიდი ამბავია სოციალურ ქსელებში ვაქცინების დოზების შერევასთან დაკავშირებით, ვინ რა პუბლიკაციას აფრიალებს, საქმე შემდეგშია:

"ფაიზერით" აცრის შემთხვევაში ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ანისხეულები, რომელთა რაოდენობა დროთა განმავლობაში მცირდება და დაახლოვებით 6 დან 8 თვეში 0-ზე ჩამოდის, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, აქტიურდება T უჯრედები რომელიც წარმოქმნის ანტისხეულებს, დიდი რაოდენობით არა მაგრამ საკმარისად რომ გვქონდეს იმუნური პასუხი.
სწორედ ეს T უჯრედები მიდმივად გამოყოფს ორგანიზმში ანტისხეულებს, ანუ გვაქვს დიდხანს უმუნიტეტი, როგორც მეცნიერები გვეუბნებიან ხანგრძლივი იმუნიტეტი.

"-90 გრადუსიანი" ფაიზერი საჭიროებს მესამე, მეოთხე და ა.შ. დოზებს.

ახლა ფაიზერს აჯანყება რომ არ მოუწყონ, გვამშვიდებენ, რომ თურმე ასტრაზენეკას ვაქცინას თუ გაიკეთებ პირველ დოზას და მერე ფაიზერის ვაქცინას კარგად იქნები დაცულიო. ამას ამბობს ის პუბლიკაციები, რომელთა ავტორები თავის დროზე ფაიზერის ვაქცინას ადიდებდმემ. დამოუკიდებელი მეცნიერები კი გვაფრთცილებენ რომ ვაქცინების დოზების შერევა არ არის რეკომენდირებული!

ისე დღეს გავიგე რომ საქართველოში, ზოგიერთი ოჯახის ექიმი კატეგორიულად აფრთხილებდა ადამიანებს ასტრაზენეკას ვაქცინა არ გაიკეთოთო და თავადაც ფაიზერის ვაქცინას ელოდებიან. ოი საკვირველებავ!

პ.ს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი დაადგინა ექსპერტიზამ?!", - წერს ირმა კვიცარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა