თეგებით ძიება

"ზოგადად, რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, თუ ამ კვირაში ინფიცირებულთა 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს რიცხვი გაორმაგდება.

მისივე თქმით, აგვისტოში საქართველოში დომინანტი დელტა შტამი იქნება.

"დელტა შტამი" მუმბაიდან წამოვიდა, პერუში ამოყო თავი წინა კვირას კიდევ ერთმა ახალმა შტამმა. ზოგადად, რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის ვირუსი კარგავს თავის სიძლიერეს და ხდება ჩვეულებრივი გრიპი. მაგრამ, სამწუხაროდ, მუტაციის პროცესში არანორმალური რამ მოხდა.

საქართველოში ახლა სულ ბრიტანული შტამია. თუ ამ კვირაში ყველა ახალი ინფიცირებულის 10%-ი ინდური შტამია, მომავალ კვირას ეს იქნება მინიმუმ გაორმაგებული, 20-30%-ი.

პრაქტიკულად, აგვისტოს თვეში ჩვენ უკვე გადავალთ დელტა შტამზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის რეალობა", – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა