თეგებით ძიება

"იცოდე კანონი და იქნები დაცული" - მარიამ კუკუნაშვილი

ცნობილი ბიზნესლედი, ინვიტრო კლინიკების ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იცოდე კანონი და იქნები დაცული: პოლიციელი მირეკავს თქვენზე საჩივარია შემოსული თქვენი პოსტის გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ერთმაო ( გვარს და სახელს არ დავასახელებ) და მობრძანდით გამოკითხვაზეო. მე ვუთხარი როდის იყო ამ ქვეყანაში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, მაგაზე ხალხს იბარებდნენ პოლიციაში-თქო. არაო, მაინც მობრძანდით, გავისაუბროთო. მაშინ უწყება გამომიგზავნეთ, რაზეც მიბარებთ და სულ კანონებით და მუხლებით წერილობით გიპასუხებთ, რომ იმ საჩივრების მიღების უფლება არ გაქვთ, რასაც კანონით ვერ აღასრულებთ და შესაბამისად, უკანონო გასაუბრებაზე დროს ვერ დავკარგავ და ასე გადაეცით მომჩივანსაც მეთქი. და კარგით ბოდიშითო", - წერს კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა