თეგებით ძიება
02. 07. 2021 COVID - 19

"რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყველა დელტა ვარიანტით ინფიცირებულის იდენტიფიცირებას" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით დელტა ვარიანტის აგრესიულობა, მის სწრაფად გავრცელებაში გამოიხატება.

"რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყველა დელტა ვარიანტით ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ამას. დელტა ვარიანტის აგრესიულობა გამოიხატება სწორედ უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში. ასე რომ სავსებით დასაშვებია საქართველოში უკვე იყოს ისეთი ბავშვი, რომელიც ამ ვარიანტით არის ინფიცირებული, თუმცა ამის ლაბორატორიული დადასტურება დღესდღეობით არ გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვარიანტს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი აქვს მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეიძლება გახდეს ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი, რა თქმა უნდა, ის ბავშვებშიც იქნება იდენტიფიცირებული," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა