„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება, ვაქცინაციის პროცესი - 5 ივლისიდან
ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22.
უწყების ცნობით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ჯგუფი.
ცნობისთვის, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.