თეგებით ძიება
03. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლები 3.11%-ია

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3.11%, ბოლო 14 დღის – 2.79%, ბოლო შვიდი დღის – 3.28%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 381 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 33 002 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 024, „პისიარ“-ტესტით – 17 978.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 048 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 612 გამოჯანმრთელდა, 5 347 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 267 727 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 442.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 907 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 747 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა