"ბრიტანული შტამის" მკურნალობის მეთოდები "დელტასთან" აღარ მოქმედებენ" - გიორგი ფხაკაძე კლინიკური პროტოკოლების გადახედვას მოითხოვს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის "დელტა" შტამის სიმპტომებს ასახელებს და აცხადებს, რომ მასთან მიმართებით ადრეული (ბრიტანული შტამის) მკურნალობის მეთოდები აღარ მოქმედებენ.
""დელტა" ვარიანტის შესახებ დღეს რა ვიცით?!
ვიცით, რომ ვერაგია
ვიცით, რომ უფრო გადამდებია (55%-ით) და უკვე 96 ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოს ჩათვლით ვიცით, რომ იწვევს უფრო მძიმე კოვიდასოცირებულ სიმტომებს, როგორიცაა:
სმენის დაქვეითება/დაკარგვა
უფრო მძიმე ჰოსპიტალიზაცია
ადრეული (ბრიტანული შტამის) მკურნალობის მეთოდები აღარ მოქმედებენ (სასწრაფოდ არის გადასახედი კლინიკური პროტოკოლები)
გაზრდილი რეინფიცირება
ყველაზე ეფექტური ვაქცინა არის "ფაიზერი" და მხოლოდ მე-2 დოზიდან 14 დღის შემდეგ დაცულობა არის 88%
"ასტრაზენეკას" შემთხვევაში დაცულობა არის 60%, ისიც მე-2 დოზიდან 2 კვირის შემდეგ
სხვა ვაქცინების შესახებ ჯერჯერობით დამოუკიდებელი, სანდო წყაროები არ არსებობს
საუკეთესო საშუალება არის:
სამედიცინო პირბადე
2-მეტრიანი დისტანცია
მაღალეფექტური ვაქცინები ("ფაიზერი")
გახსოვდეთ,, ვაქცინის გაკეთება არ ნიშნავს პირბადის არგამოყენებას. კოვიდის წინააღმდეგ 100%-იანი დაცულობის მქონე ვაქცინა არ არსებობს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.