დარეგისტრირება შეგიძლიათ - ვაქცინაციის პორტალი ჩაირთო
ვაქცინაციის პორტალიზე ხარვეზები აღმოფხვრილია და "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებზე Booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პორტალი გუშინ, 3 ივლისს მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო.
საიტის გათიშვის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ კიბერშეტევა დაასახელა.
2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა შემოვიდა.