თეგებით ძიება
04. 07. 2021 COVID - 19

ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა - თამარ გაბუნია ვაქცინაციის პორტალზე

გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პორტალ Booking.moh.gov.ge-სთან დაკავშირებით განაცხადა.

"24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიღებს.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, რომ ხარვეზი აღმოფხვირილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.

კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პორტალი გუშინ, 3 ივლისს მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო.

საიტის გათიშვის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ კიბერშეტევა დაასახელა.

2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა შემოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა