თეგებით ძიება
04. 07. 2021 COVID - 19

NCDC -აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი აღდგენილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი booking.moh.gov.ge აღდგენილია და ფუნქციონირებს

"ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პორტალი, სადაც გუშინ უნდა დაწყებულიყო "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი, ხარვეზების გამო გათიშული იყო. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა