თეგებით ძიება

"პრაიდი" არ ჩატარებულა და ის ველურები რატომ სცემდნენ ხალხს?" - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია ფეისბუქზე თბილისში განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებზე სოციალურ ქსელში მსჯელობს:

"დღეს, პრაიდი არ ჩატარებულა და ის ველურები რატომ სცემდნენ ხალხს? მიპასუხეთ გთხოვთ, პრაიდის მონაწილე რომელიმე სადმე იცემა? ვერაფერი გავიგე. რა უნდოდათ ამ უდანაშაულო და საერთოდ რომ არაფერ შუაში იყვნენ იმ ხალხთან?", - წერს ლატარია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე რადიკალურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე, რიგით მოქალაქეებსა და ტურისტზე იძალადეს. შსს-ს ინფორმაციით, 53 მედიასაშუალებისა და 55 ადამიანის მიმართ განხორციელებულ ძალაფობრივ ფაქტებზე 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა