თეგებით ძიება

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს - ჯაიანის ადვოკატი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ გადაწყვეტილება უშუალოდ მიანდო სასამართლოს.

"ბრალდების მხარის პოზიცია იყო შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ხოლო დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს. ეს იყო ბრალდებულის პოზიცია და ბუნებრივია მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმაც აღნიშნული პოზიცია გავავრცელეთ სასამართლო პროცესზე". - ჯაიანის ადვოკატმა.

ბექა ჯაიანს, რომელსაც ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარემ კი საპასუხო შუამდგომლობა არ დააყენა. ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. 

შემდეგი სასამართლო სხდომა 7 ნოემბერს ჩატარდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა