21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საქმეების სიმრავლემ და სირთულემ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, შეეცადეთ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. ახალ ნაცნობებს თავს ადვილად მოაწონებთ და მათ მხარდაჭერას მიიღებთ. საღამოს პრობლემებისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.
კურო
შეცდომები შეიძლება ყველაზე შეუფერებელ დროს და შეუფერებელ ადგილზე აღმოაჩინოთ, მაგრამ მათი გამოსწორება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაუარესდეს. ეცადეთ, პარტნიორის სურვილებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ახალი, საინტერესო გამოცდილება მომავალში დაგეხმარებათ. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ჩართვას და საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას.
ტყუპები
ამ დღეს მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება დაგაზიანოთ, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. მკაფიო, თანმიმდევრული გეგმა დაგეხმარებათ, სასურველ შედეგებს უფრო სწრაფად მიაღწიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, რთული ვითარებიდან გამოსავალს სწრაფად იპოვით.
კირჩხიბი
შესაძლოა თქვენი გარემოცვიდან ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს და არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ეცადეთ, სახლში მეტი დრო გაატაროთ. ნაცნობი გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ და ძალას შეგმატებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას - ის გიკარნახებთ, როგორ იმოქმედოთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანმა პარტნიორებმა შეთანხმების პირობები დაარღვიონ და გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
ლომი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს არსებობს ფინანსური ზარალის რისკი, ამიტომ მოერიდეთ დიდ შესყიდვებს და საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით. წარსულმა შეცდომებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რასაც ვერ შეასრულებთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი სტუმრები ან მოულოდნელი სიახლეები გელით.
ქალწული
მოჭარბებული ემოციები მუშაობაში ხელს გიშლით და შეიძლება შეცდომებიც კი გამოიწვიოს. პრობლემების გამოსარიცხად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, რაშიც თავად ხართ დამნაშავე. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება ისწავლოთ.
სასწორი
გირჩევთ, მგზავრობა და მოგზაურობა სამომავლოდ გადადოთ - ამ დღეს გზაზე დანაკარგი და პრობლემები გელით. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და უსარგებლო ნივთების მოშორებისთვის. ამ დღეს საშუალება გექნებათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი გაარკვიოთ, გულწრფელად ისაუბროთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. ეცადეთ, იღბლიანი შემთხვევა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ და ფინანსური ხარჯები შეძლებისდაგვარად შეამციროთ.
მორიელი
სიმტკიცე და მონდომება რთული პროექტის დასრულებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს კამათში ჩარევას მოერიდოთ და საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის, პროფესიული საკითხების განხილვისა და კარიერული წინსვლისთვის.
მშვილდოსანი
წარმატებული და საინტერესო დღეა. ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს და სასიხარულო ამბავს მიიღებთ. ეცადეთ, დღე აქტიურად გაატაროთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და სტუმრად ან წვეულებაზე წახვიდეთ. დღის პირველ ნახევარში იპოვით საშუალებას, რომ არაკეთილმოსურნეები დასაჯოთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ეცადეთ, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში ინიციატივა ხელში აიღოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ და თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ. მზად იყავით, რომ პრობლემები მოულოდნელ დროს და მოულოდნელ ადგილზე შეგექმნებათ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან კამათს და ურთიერთობაში კომპრომისი იპოვეთ. უმჯობესია, ხანმოკლე მოგზაურობა სხვა დღისთვის დაგეგმოთ. მოითმინეთ და ნუ ეცდებით, ყველაფერი ერთდროულად მიიღოთ, თორემ უფრო მეტს დაკარგავთ.
მერწყული
შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში წარსულის ზოგი პრობლემა დაბრუნდეს. ამჯერად მის მოსაგვარებლად შეცდომების გამოსწორება და მიდგომის შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ყველაფერში დადებითი მხარე დაინახოთ და დღე უფრო წარმატებულად ჩაივლის. საღამოს გამაჯანსაღებელი პროცედურების ან სპორტისთვის დრო გამონახეთ - ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
თევზები
რთული და დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არსებობს ჩხუბის და დაპირისპირების ალბათობა, რომლის დასრულებაც რთული იქნება. ამის გამოსარიცხად ეცადეთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ. აჩქარებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშავეთ და ყურადღება არ მოადუნოთ.
წყარო: ფანთაიმი