თეგებით ძიება

"მუშტები და წიხლები მეტაფორულად სახელმწიფოს ურტყეს დღეს - და ესენი არაფერს იმჩნევენ" - სალომე ასათიანი

ეგ მუშტები და წიხლები მეტაფორულად სახელმწიფოს ურტყეს დღეს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, სალომე ასათიანი დღეს თბილისში განხორციელებულ ძალადობრივ მოვლენებს.

"ვუსმენ "ხელისუფლების" სხვადასხვა შტოს დიდ გულზე მყოფ წარმომადგენლებს, თავიანთი მავნე განცხადებებით და მიკვირს - აი დღეს მაინც როგორ შეუძლიათ ასე გაყოყოჩებულები იყვნენ, როცა ქალაქის ქუჩებში ბრბო ადამიანებს შეუზღუდავად, აწყვეტილად ასახიჩრებს და სახელმწიფო იმასაც კი ვერ აკეთებს, რომ საკუთარი მოქალაქეები, ჟურნალისტები მყისიერი და მწვავე ფიზიკური საფრთხისგან დაიცვას. მოჩვენებითაც კი არ აწუხებთ ეს ამბავი. ეგ მუშტები და წიხლები მეტაფორულად სახელმწიფოს ურტყეს დღეს - და ესენი არაფერს იმჩნევენ, პირიქით, გადათელილ ჯგუფებს ედავებიან რაღაცეებს. გამაოგნებელი და ტრაგიკული ამბავია.

რიონის ხეობის მცველებს რაც ეხება - პირადად მე მგონი არასოდეს განმიცდია ასეთი ძლიერი გაწბილება და ტკივილი საჯარო პროცესებისგან. არადა უკვე ნამდვილად ბევრი რამ მაქვს ნანახი და ადამიანებში - მათ შორის ახლობელ ადამიანებში - მწარე იმედგაცრუებაც კარგად ვიცი რა არის. ეტყობა მართლა ცინიკური უნდა იყო ადამიანი და ნიჰილისტურ ინტუიციას უნდა მოუსმინო ყოველთვის. არადა ეს ოხერი ზოგჯერ გინდა დაიჯერო, რომ კარგიც შეიძლება მოხდეს და მართლა ჰუმანური და ღირსეული ფიგურებიც შეიძლება გამოჩნდნენ საჯარო ასპარეზზე. იმედი მქონდა და მჯეროდა კიდეც, რომ ეს მოძრაობა მოახერხებდა აქცენტის ადამიანების ჩაგვრაზე დასმას, სოლიდარობას, თუნდაც თვისებრივად სხვა ტიპის კონსერვატიზმის განვითარებას ჩვენს რეალობაში. რას ვიზამთ - ჩრდილოელი მეზობლების არ იყოს, ხაწელი კაკ ლუჩშე, პალუჩილოს კაკ ვსეგდა", - წერს სალომე ასათიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა