თეგებით ძიება
06. 07. 2021 COVID - 19

"ვფიქრობ, ზოგადად, ჩვეულ ცხოვრებას ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით" - ჯანმო

შემოდგომაზე COVID-19-ის მორიგი ტალღაა მოსალოდნელი, ამიტომ ქვეყნებმა შეზღუდვების გაუქმებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.

"ვფიქრობ, ზოგადად, ჩვეულ ცხოვრებას ძალიან ნაადრევად დავუბრუნდით და მგონია, რომ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს, რადგან ვაქცინაციის პროცესი სათანადო დონზე არ არის. არსებობს ვირუსის ვარიანტები და ჩვენ ჯერ არ დაგვიცავს საკმარისი რაოდენობის ადამიანები. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ვუხსნით გზას ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებულ რისკებს“, – განაცხადა მაიკ რაიანმა.

მისი თქმით, საშუალოდ, ამერიკის რეგიონში ყოველდღიურად კორონავირუსის მილიონი შემთხვევა ვლინდება, ევროპის რეგიონში კი, ნახევარი მილიონი.

"უბრალოდ, ცოტა მეტი მოთმინება გვჭირდება. გაიხსენეთ გასული ზაფხული, როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ყველა მოდუნდა და შემდეგ დადგა სექტემბერ-ოქტომბერი და ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ვფიქრობ, იმავე გზას ვადგავართ, ამჯერად უფრო მეტად გადამდები ვარიანტით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის ხელმძღვანელმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა