მოიხსნება თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება - რას აცხადებს თამარ გაბუნია
ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ჩვენ პირბადის გამოყენებაზე ჯერ უარს ვერ ვიტყვით. აქ გამოსავალია სწრაფი ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხდა.
„კარგია, რომ ვაქცინების დოზები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ დროულად გამოვიდეთ კრიტიკული პერიოდიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია. ეს დღეს ამ პრობლემის კრიტიკული გადაწყვეტაა“, - განაცხადა გაბუნიამ.