თეგებით ძიება

"დიდი ბოდიში, ბატონო თენგიზ, მაგრამ თავად რომ “ფაიზერით“ აიცერით, სხვას იმავეს რატომ არ ურჩევთ?!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს აკრიტიკებს და მას "ქართული ოცნების" სპიკერად მოიხსენიებს.

"ბატონი თენგიზ ცერცვაძის განცხადება რას ნიშნავს?! – „ფაიზერი“ „მერსედესიაო“?! ცერცვაძე „ფაიზერითაა“ აცრილი. დიდი ბოდიში, ბატონო თენგიზ, მაგრამ თავად რომ “ფაიზერით“ აიცერით, სხვას იმავეს რატომ არ ურჩევთ?!

ბატონი ცერცვაძე უფროსი კოლეგაა და პატივს ვცემ, მაგრამ ნათელია, რომ ის გახდა პოლიტიკური ფიგურა, ოცნების სპიკერია ჯანდაცის კუთხით. ძალიან მენანება, რომ ჯანდაცვის სფეროში ასეთი გამოცდილი ექსპერტი პოლიტიკაში გადავიდა.


ვიმეორებ - გიორგი ფხაკაძე წინააღმდეგია ყველა არაეფექტური ვაქცინის. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ძლიერი ვაქცინები: „ფაიზერი“ და „მოდერნა“. სხვათა შორის, ამ ჩინურ, „პლაცებო“ვაქცინებში „ფაიზერზე“ ძვირს ვიხდით.

არ დაგავიწყდეთ, „დელტა“ ვირუსი საქართველოში უკვე არა სექტემბერში, არამედ აგვისტოს დასაწყისში დომინანტი იქნება. ამ ხალხმა ეს ჩემზე უკეთესად იცის, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, როგორც იქცევიან. რა გააკეთეთ პანდემიისას ამ წელიწადნახევარში, რომ მოზადებულიყავით?" - ამბობს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა