თეგებით ძიება

"თავში ხვდება ქვები, რკინის საგნები, კვერცხები...პოლიციელი ბრაზდება, ძალიან ბრაზდება..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოლიციელებს პოსტს უძღნის:

"აბა წამით რიგითი პოლიციელის ადგილას წარმოიდგინეთ თავი.

დგას სრულიად დაუცველები, თავში ხვდება ქვები, რკინის საგნები, კვერცხები, მინის ბოთლები… ყურთან უფეთქდება სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილებები…
ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!

მთელი ეს დრო ყველა პოლიციელმა იცის, რომ იქვე, 50 მეტრში, კონდიციონერიან ავტობუსებში სხედან მაქსიმალურად შეფუთული, ჩაფხუტიანი, ტანზე აბჯრიანი, ფარებიანი სპეცრაზმელები. რბილად სხედან და სქროლავენ, ცივ წყალს სვამენ, არც არაფერი უჭირთ.

ეს ყველაფერი გრძელდება რამდენიმე საათი!
და მთელი ეს დრო პოლიციელი ბრაზდება, ძალიან ბრაზდება ყველაზე! მოძალადეებზე, ხელისუფლებაზე, მთელს სამყაროზე.
არც ვიცი რა გითხრათ, ეგრე იცის მოძალადე რეჟიმის სამსახურში დგომამ და თუ სასწრაფოდ არ შევცვალეთ ხელისუფლებაც და დამოკიდებულებაც, მთელი ცხოვრება მაგ ჯოჯოხეთში მოგვიწევს ცხოვრება!", - წერს მაქარაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა