თეგებით ძიება

"ჰიმნიც ვიმღერეთ, დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ და ერთმანეთიც გავაძლიერეთ. ესაა "პრაიდის" მთავარი არსი, სხვა რა გგონიათ?" - გიორგი თაბაგარი

"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"გავიგე რომ დისკუსია მიდის პრაიდი ჩატარდა თუ არა და ბარემ გამოვხმაურდები.
მეგობრებო, დაგეგმილი ღირსების მარში - სოლიდარობისთვის, რომელიც პრაიდ კვირეულის ფარგლებში 5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, მოძალადეების ბოგინის და პოლიციის სრული უმოქმედობის გამო გავაუქმეთ. ამის შესახებ უფრო დეტალურად, განცხადებაშიც ვთქვით.

გუშინდელი აქცია კი ჩვენთვის რეაქცია იყო იმ უმსგავსობებზე, რაც თბილისში ხდებოდა 5 ივლისს. ბრაზის და სოლიდარობის ნაზავი, რომელიც საბოლოოდ, მნიშვნელოვან გამარჯვებად გადაიქცა. გუშინდელ აქციაზე ბევრად მეტი ადამიანი იყო, ვიდრე 5 ივლისს სიძულვილის მხარეს. მემარცხენეები და მემარჯვენეებიც კი ერთად იდგნენ.

შიშის დათესვის და დატრიალებული ძალადობის მიუხედავად, გუშინ უამრავი ქვიარი იდგა მედგრად პარლამენტთან და უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანის იქ ყოფნა სიცოცხლის რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჰიმნიც ვიმღერეთ, დროშებიც სიამაყით ვაფრიალეთ და ერთმანეთიც გავაძლიერეთ. ხოდა ესაა პრაიდის მთავარი არსი ხალხო, სხვა რა გგონიათ? მარში მართალია ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ხმამაღლა ვთქვით რომ დამარცხებულად თავს არ ვგრძნობთ! ჩვენი მოძრაობა რეზისტენტულია და ჯერ კიდევ გადარჩენისთვის ბრძოლის ფაზაშია. მაგრამ ნელ-ნელა გვემატება სიამაყის ელემენტებიც და არც ეგ დღეა შორს, როცა მშვიდობიან მსვლელობებს ჩავატარებთ", - წერს თაბაგარი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა