თეგებით ძიება

"ორი დღე მიმდინარეობდა სწორედ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიის დახმარებით" -ბასილ კობახიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ზალადობრივ მოვლენებს ეხმაურება.

"მართლა ფიქრობთ, რომ გონებაშეზღუდულ გურამ ფალავანდიშვილს, მის ინფანტილურ ყაზილარ ვაჟს და ლევან ვასაძის ალტინფოს შნირებს ორდღიანი მრავალმხრივი სპეცოპერაციის განხორციელება შეეძლოთ? ერთხელ გურამ ფალავანდიშვილს თვითმფრინავზე დააგვიანდა, ჰოდა, აეროპორტში ასაფრენ ზოლზე გავარდა და დაძრულ თვითმფრინავს გაეკიდა. მას არ აქვს გონებრივი და მატერიალური რესურსები, ან რაიმე ავტორიტეტი, რომ თბილისის მრავალ ადგილას კარგად მომზადებული სპეცრაზმელები აემოქმედებინა. ამას ვერც ვასაძის მილიონები შეძლებდნენ. ორი დღე მიმდინარეობდა სწორედ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიის დახმარებით, კრიტიკული მედიისა და მთლიანად საზოგადოების წინააღმდეგ.

დღეს კიდევ ერთხელ მისცა სახელმწიფომ აღიარებითი ჩვენება: შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მასთან დახმარების თხოვნები შედიოდა გაეროს, ევროკავშირის, სხვადასხვა ტელევიზიებისა და არასამთავროების ოფისებიდან. ტერორისტი მართლმადიდებელი სპეცრაზმელები ელვისებურად გადაადგილდებოდნენ ზუსტ მისამართებზე, რომელთაც მათ სახელმწიფო აწვდიდა. ეს ყველაფერი უზრუნველყო ხელისუფლებამ და მისმა უშიშროების სამსახურმა. მღვდლებმა კი იდეოლოგიური და ადამიანების სიძულვილით ზომბირების ბაზა შეუქმნეს. არც გუშინ გაუკეთებია რამე პოლიციას, რადგან იგივე ბრძანება ჰქონდა მიღებული, რომ მართლმადიდებელ ტერორისტებს ნაზად მოქცეოდა. ორი დღეა თბილისის ცენტრი დაკავებული ჰქონდათ ტერორისტ სპეცრაზმელებს ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე.

ჩემი აზრით, დღეს საზოგადოებაში უფრო ნაკლები აღშფოთებაა, ვიდრე 2013 წლის 17 მაისს. ხელისუფლებამ და ეკლესიამ შეაჩვია საზოგადოება მათი მხრიდან უკანონო ძალადობას და შიშს. წარმოიდგინეთ, ქალაქის ცენტრი ორჯერ დაიკავეს მართლმადიდებელმა ბანდიტებმა, მთელი დღეები და დღესაც ძალადობა გრძელდება და რა? ხელისუფლებამ ერთი-ორი ნიანგის ცრემლი გადმოაგდო და ყველაფერში მედია და პრაიდი დაადანაშაულა. ეკლესიამ კი ნიანგის ცრემლიც კი არ გაიმეტა, პირდაპირ გაიმეორა მთავრობის მესიჯი და ისევ მედია და პრაიდი დაადანაშაულა. ლუკაშენკოს ბელარუსიად უნდა გადავიქცეთ?", - წერს კობახიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა