თეგებით ძიება

“ფუ, აი ამაზე სამარცხვინო კაი ხანია არაფერი მინახავს” – ნიკა გვარამია

"მთავარი" არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმეზე მიმდინარე პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დაზარალებულად ცნობილ ძიუდოისტს ბადრი გავაშელიშვილს "სამარცხვინოს" და "უთავმოყვარეოს" უწოდებს.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავასა და მსოფლიო თასის ვერცხლისპრიზიორ გავაშელიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა: "ფუ, აი ამ Gigiს "ნაცემ" ბადრი - საბა გავაშელიშვილზე სამარცხვინო კაი ხანია არაფერი მინახავს. გულისამრევი უთავმოყვარეო არაკაცი." - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომლის ფეისბუქსტატუსსაც მალევე თავად გიგი უგულავაც გამოეხმაურა, რომელმაც ძიუდოისტის ფოტო შემდეგი მინაწერით გამოაქვეყნა: "ჩემი ნაცემი კისერი".



ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა