"ჩილეში ჩატარებული კვლევის შედეგებით სინოვაკის ეფექტურობა 65.9%-ია" - რა ინფორმაციას ავრცელებს კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine -ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს:
"მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში - New England Journal of Medicine -ში გამოქვეყნდა ჩილეში ჩატარებული კვლევის შედეგები სინოვაკის ეფექტურობის შესახებ. დაკვირვება მიმდინარეობდა 10.2 მილიონ ადამიანზე.
- ვაქცინის ეფექტურობა 65.9%
- ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 87.5%
- რეანიმაციაში მოხვედრის პრევენცია 90.3%
- სიკვდილისგან დაცვის უნარი 86.3%
ამ კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვანია საკითხია:- კვლევაში მონაწილეობდა 2 მილიონზე > 60 წლის პირი, სადაც სინოვაკის ეფექტი დაახლოებით იგივეა როგორც ახალგაზრდა ასაკში.- კვლევის დროს ჩილეში დომინირებული ვარიანტები იყოს P.1 (gamma) და B.1.1.7 (alpha), შესაბამისად კვლევის მონაცემების სრულად ექსტრაპოლირება დელტა ვარიანტზე ვერ მოხდება" - წერს იმუნოლოგი გამოცემაზე დაყრდნობით.