თეგებით ძიება

„მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ" - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 5 ივლისს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

„მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა