თეგებით ძიება

"ქართულივით ვფლობ ოსურს და თუ ეს ქართულ გულს გტკენთ, შეგიძლიათ წამშალოთ…" - ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს:

“თინიკო ლობჟანიძე გალაგერ ქალბატონო თინიკო…არ ვიცი როგორ გითხრათ ერთ ისტორიას მოგიყვებით…პირველ კლასში ვიყავი ..ზვიადი იყო პრეზიდენტი..ერთ ჩვეულებრივ დილას ჩემი მასწავლებელი შემოვიდა კლასში და გამოაცხადა ზანგური ბესიკ და ცუკილაევი თამარ აბრძანდით და უკან გადადით…სულ სულ უკან…ამაყი ბავშვი ვიყავი მამაცაშვილი მზრდიდა და ცნობილი ექიმი იყო დედა…გამიკვირდა და ვკითხე რატომ???როგორ???შენ ბებიები ოსები არ გყავს ????
-დიახ,ვუპასუხე და ამაყად გავიჭიმე რადგან ბებია ყველაზე უფრო მიყვარდა დედამიწაზე…
-ჰოდა ოსის ადგილი არაა წინა მერხზე…
ნერვიულობისგან პირღებინება ამივარდა კლასში და ამას მოჰყვა პატარა ბავშვი კლასელების დაცინვა რამაც უდიდესი ტრამვა მომაყენა…
-გაეთრიე კლასიდან მომაკივლა და მოვდივარ სახლში…გული მერევა და სისხლიც წამსკდა ცხვირიდან:)))ვტირივარ მთელს ხმაზე…უკან მომყვება ცუკილაევი მეზობლად ცხოვრობდა…დედა სადარბაზოსთან შემხვდა მანქანას მართავდა სულ რაც თავი მახსოვს და ამ ფორმაში რომ დამინახა მორიგეობიდან მოსულს ქერა ნათელი სახე სულ გადაუთეთრდა…
-დედა დედა ბებია ცუდია????რატომ არის ბებია ცუდი???მხოლოდ ამას ვზლუქუნებდი და ვერაფრით მაჩერებდა…ბოლოს ამ გოგონამ პატარა თამარმა რომელსაც დედა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი სხვათაშორის სიმსივნით უთხრა:
-ოსები ვართ და გაგვყარეს…
-რა თქვი შვილო???უფრო გაფითრდა დედა…წამოდით ჩაგვსვა მანქანაში და მიგვიყვანა სკოლაში….მეორედ მოსვლა როდესაც იქნება ზუსტად ვიცი იმ ფორმით იქნება რაც იქ ჩაატარა დედამ და სამწუხაროდ მის მერე არ გავა თვე რომ ეს დარტყმა არ გამახსენდეს მე დედით და მამით ქართველს და ბებიით ოსს…დღეს გადავაწყდი თქვენს პოსტს სადაც პედალიზირებას უკეთებთ ინგა ხუბაშვილის შვილის ოსობას და საშინლად მეტკინა გული და მივხვდი რომ მართლა არასოდეს არ გვეშველება…ეს ამბავი უნდა მომეთხრო…რომ წაიკითხავთ წავშლი..
სხვათაშორის ქართულივით ვფლობ ოსურს და თუ ეს ქართულ გულს გტკენთ შეგიძლიათ წამშალოთ…
სულ ესაა”,- წერს ზანგური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა