თეგებით ძიება
10. 07. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 423 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 33 629 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 883, „პისიარ“ ტესტით – 15 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,06%, ბოლო 14 დღის – 3,67%, ბოლო 7 დღის – 4,07%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 376 200 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 358 227 გამოჯანმრთელდა, 5 443 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 296 074 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 488.

კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 364 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 909 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა