თეგებით ძიება

"კადრები, რომელიც ვნახეთ, გვაშინებს..." - ტურისტებს საქართველო აფრთხობთ

ცნობილი მებაღე და "გარდენიას" შემქმნელი, ზურა შევარდნაძე ტურისტების მიერ საქართველოში ჯავშნების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


"გაწბილებული ვარ.
არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ.
პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.
გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო.
ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე.
წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ.
გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.
ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით.
დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ:
"ქეთევან, საქართელოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით.
კადრები, რომელიც ვნახეთ გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ თავი შევიკავოთ.
ბოდიში, ბოდიში, ბოდიში."
დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი.
წერტილი...", - წერს ფეისბუქზე ზურა შევარდნაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა