თეგებით ძიება

"ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში" - რას წერს სააკშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ქართველი ემიგრანტების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ერთ-ერთ რეისზე ემზარს შევხვდი ზუგდიდიდან, ფრენის დროს, რომელიც პოლონეთში მუშაობს 800 ევროიან სამუშაოზე იმიტომ, რომ თავის სახლში ვერაფერი ვერ იპოვა.

ახლა, რომ ყოფილიყო ლაზიკა, მინიმალური ხელფასი ემზარისთანა ადამიანებისთვის, იქნებოდა 2000 ევრო საქართველოში და აქ, ასე ვხვდებით აეროპორტიდან აეროპორტში, სადღაც შემთხვევით ქუჩაში, ქართველ ტაქსის მძღოლებს პოლონეთში, ყველა უნდა დავაბრუნოთ საქართველოში, ამისი გაგრძელება აღარ შეიძლება - ჩვენ შევძლებთ ეს გავაკეთოთ!

ჩვენი დაცვის ბოლო ხაზი გადის წლევანდელი წლის ოქტომბერზე, უკან დასახევი გზა საქართველოს აღარ აქვს. ემზარი უნდა დაბრუნდეს სახლში, ზუგდიდში", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა