თეგებით ძიება

"ახლა ირაკლი კობახიძის დედას მიადექით...მედიატერორისტები ხართ!!!!" - ნუკა არველაძე ნოდარ მელაძეს

ჟურნალისტი, ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის შესახებ არის საუბარი:

"გეგმაზომიერად მიდიხართ - ახლა ირაკლი კობახიძის დედას მიადექით - ამდენად ცხვირპირწაშლილები როგორ ხართ?
▪ იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის დედაა, იმიტომ რომ ვერაფერი მოუფიქრეთ ირაკლის ახლა ახალი ფეიკი შეუკარით და ამისათვის ყველაზე ძვირფასს შეეხეთ!!!

▪მზად ხართ უპატიოსნესი ოჯახი ლაფში გასვაროთ!!! გარეწრები ხართ!!!
▪ გინდა მართლა გამოიძიო - მართლა გაღელვებს განათლების სისტემა? მართლა გაინტერესებს რა ნაღმებია ჩადებული - მინიშნებას მოგცემ - დაიწყე კახა ლომაიათი, გიგი თევზაძით და ლევან რამიშვილით!!
მაგრამ ვერ გაბედავ - ისეთს გიზამენ მზის შუქს მოგანატრებენ!!!!
▪თუმცაღა მე მაქვს ინფორმაცია რომ ლომაია-რამიშვილს დღემდე ტერორში ყავთ ის ხალხი ვინც მათ ექვემდებარებოდა და ისევე როგორც ნიკა რურუა სიკვდილამდე მართავდა კულტურას, ესენიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ დღემდე, ისევე როგორც გვარამია!!!
▪ უკვე ანონსში ჩანს რომ ირაკლი კობახიძს დედას ისეთ ცილისწამებას უმზადებ და ეს პიროვნული შურაცხყოფის ტოლფასია რომ ძალიან ბევრ ადამიანს გააღიზიანებთ!!!

▪ უკვე ვიცი ზღვარი არ გაგაჩნიათ და იმ დონეზე მიხვალთ საკუთარი შვილები აღარ გაღიარებენ!!!
▪მზად ხართ წალეკოთ ყველა და ყველაფერი რაც თქვენ გეწინააღმდეგებათ და თქვენ არ გემორჩილებათ!!!
▪ ტიპიური მედიატერორისტები ხართ!!!!

Irakli Kobakhidze , - ნათქვამია ,,ცუდას რად უნდა მტერობა" - ამიტომ ჩემი პატივისცემა თქვენ ოჯახს!!!", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა